კანის ქავილი - დერმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა. მაქვს ქავილი მხოლოდ ზურგის არეში.დღეში რამდენჯერმე. გამონაყარი არ მაქვს. რა შეიძლება იყოს ამის გამომწვევი მიზეზი?
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, კანზე გამონაყრის გარეშე ქავილის შესაძლო მიზეზებია: კანის სიმშრალე, ატოპია ან კონტაქტური ალერგია.
ასევე, შესაძლოა უკავშირდებოდეს არაერთ პათოლოგიას (შინაგანი ორგანოებისა თუ ნერვული სისტემის დაავადებების ერთ-ერთი სიმპტომია).
ჩივილის მიზეზი შეიძლება იყოს სარეცხი საშუალება, რომელსაც იყენებთ ტანსაცმლის თუ საწოლის თეთრეულის რეცხვისას.
აუცილებელია დროულად მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ სხვა სპეციალისტთან.
ამ ეტაპზე, აღნშნული სპეციალისტი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა