კაროტიდული არტერიების კვლევა - მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია

კითხვა: მოგესალმებით.მაინტერესებს თავზე მაგნიტო რეზონანსული გამოკვლევის შემთხვვაში ანგიოგრაფიული მეთოდით თუ ხდება ამ დროს საძილე არტერიების გამოკვლევა.მადლობა დიდი წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ თავის ტვინის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის დროს ,სისხლძარღვოვანი რეჟიმის გამოყენებით , შესაძლებელია საძილე არტერიების მხოლოდ ქალასშიდა ნაწილის კვლევა, ხოლო ქალას გარეთ ,ანუ კისრის მიდამოს საძილე არტერიების სეგმენტი კვლევაში ვერ მოხვდება.
აღნიშნული კვლევისათვის, სრული ინფორმაციის მისაღებად, გირჩევთ კომპიუტერულ ტომოგრაფიას კონტრასტირებით.
კლინიკის აქციის ფარგლებში, ეს კვლევა შეგვიძლია შემოგთავაზოთ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31426/chaitaret-tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebisa-da-karotiduli-(sadzile)-arteriebis-kompiuteruli-tomografia-kontrastirebit- 

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. 

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა