ხელის კანკალი

კითხვა: ჩემს შვილს აქვს მომენტალურად ხელის კანკალი ნევროზული არ არის გთხოვთ მითხრათ რისი ბრალი შეიძლება იყოს
პასუხი:

მოგესალმებით! კუნთთა უნებლიე მოძრაობას, რომელიც გარეგანი რეფლექსური გაღიზიანების გარეშე ვითარდება, დისკინეზია ეწოდება. მისი განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ქერქქვეშა ბირთვების ან მათი თავის ტვინის სხვა სტრუქტურებთან კავშირების დაზიანება, რასაც ექსტრაპირამიდული დარღვევები ეწოდება.

ასეთი დარღვევებია:

● ტრემორი;
● აკინეზია;
● ქორეა;
●ათეტოზი;
● ბალიზმი;
● ტორსული დისტონია;
● მიოკლონია.
არსებობს სხვა უნებლიე მოძრაობებიც, რომლებიც არ არის დაკავშირებული ქერქქვეშა სტრუქტურების დაზიანებასთან. ესენია:
● ტრიზმი;
● კრამპი;
● სპაზმი;
● ფიბრილაცია;
● ფასციკულაცია;
● ტეტანია.
განიხილება ისეთი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია:
● ნერვკუნთოვანი გადაცემის დარღვევით;
● მეტაბოლური და ანთებითი მიოპათიებით;
● თანდაყოლილი, მემკვიდრეობითი პათოლოგიებით.
ისინი საკმაოდ ბევრია და კიდევ რამდენიმე ჯგუფად იყოფა.
უნებლიე მოძრაობებიდან ყველაზე ხშირი და ცნობილი ტრემორია, რომელიც შეიძლება იყოს ფიზიოლოგიურიც და პათოლოგიურიც. ფიზიოლოგიურ ტრემორს მიეკუთვნება: სიცივის, დაღლილობისა და ემოციის შედეგად, ასევე სხეულის ტემპერატურის მომატების - ცხელების დროს განვითარებული ტრემორი, რაც გამომწვევი ფაქტორის მოშორების შემდეგ ქრება და რაიმე კვალს არ ტოვებს. პათოლოგიური ტრემორის მიზეზია აგზნების პროცესის სიჭარბე, ენდოგენური ან ეგზოგენური ინტოქსიკაცია და პათომორფოლოგიური ცვლილებები ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში. შეიძლება აღმოცენდეს:
● მოსვენებისას (მოსვენების ტრემორი),
● მოძრაობისას (მოქმედების ტრემორი),
● პოზის შეცვლისას (პოსტურული ტრემორი) ან მოძრაობის შესრულების პროცესში მზარდი ინტენსივობით.
დისტანციურად დიაგნოზის დასმა ჩვენი მხრიდან არაკორექტულია, ალტერნატიული აზრის მოსასმენად და დიაგნოზის დასაზუსტებლად შეგიძლიათ მობრძანდეთ "ქირურგიის ეროვნულ ცენტრში", შეგვიძლია შემოგთავაზოთ კლინიკის აქციის ფარგლებში ნევროლოგთან კონსულტაცია პარასკევს, თუ თქვენი ზოგადი ანამნეზი არ იქნება ნევროლოგიური, შესაძლებელია გადაგამისამართოთ. უფასო კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. გაცნობებთ რომ კლინიკა ემსახურება 15 და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა