ხველა ჩვილებში - ნეონატოლოგია

კითხვა: გამარჯობა მყავს 3 თვის პატარა და ახველებს და რა შეიძლება გაუკეთო.აქვა მარის წვეთებს ცხვირში ვუკეთებ
პასუხი:

მოგესალმებით,
ხველის აქტი წარმოადგენს სასუნთქი კუნთების მიერ ფილტვებიდან ჰაერის მკვეთრ, ბიძგისებურ ამოსროლას, ამ დროს სასუნთქი გზებიდან ჰაერთან ერთად ამოდის ნახველი, უცხო ნაწილაკები, მავნე მიკროორგანიზმები. ხველის გარეშე, ზედა სასუნთქი გზების ყოველგვარი ინფექცია ფილტვების ანთებას გამოიწვევდა. ხველის საშუალებით ფილტვები, ტრაქეა და ბრონქები ბუნებრივი გზით სუფთავდება. პატარას შეუძლია და აუცილებელიცაა, დაახველოს არა მხოლოდ დაავადების დროს, არამედ ყოველდღე - სასუნთქი გზების ამოსასუფთავებლად.
პატარებს უმეტესად ახველებთ დილაობით, როცა წარმოიშობა ღამით დაგროვილი ლორწოს დრენირების საჭიროება. ხველა ხშირად ახლავს თან კვებას, კბილების ამოჭრას, ხანგრძლივ ტირილს. ამ დროს ის ხორხის რეცეპტორების გაღიზიანების შედეგია. ასეთი ხველა მალე გაივლის.
დიაგნოზის დასმასა და აქედან გამომდინარე, მკურნალობის სწორად შერჩევაში, ხველის ხასიათის გათვალისწინება გვეხმარება. სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექციის დროს ხველას ტიპიური ხასიათი აქვს - იწყება უეცრად, ხმამაღლა, მშრალი ხველა რამდენიმე საათში ხდება პროდუქტიული, თან ახლავს:

  • ცხვირიდან გამონადენი;
  • ტემპერატურის მომატება;
  • მოთენთილობა;
  • გაღიზიანება.

ასეთი ხველა დამახასიათებელია ფარინგიტისთვის, ლარინგიტისთვის, ტრაქეიტისთვის, ბრონქიტისთვის.
დისტანციურად პრეპარატებზე ვერ მიგითითებთ, ეს არაპროფესიულია.
როგორც მოგვითხრობთ , პატარა 3 თვისაა, ასე რომ, თავი აარიდეთ დამოუკიდებლად მკურნალობის დანიშვნას.
მიმართეთ პედიატრს ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
"ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა