კიდურების დაგრძელება

კითხვა: გამარჯობა თქვენს საიტზე წავიკითხე რომ კიდურების დაგრძელებას კოსმეტიკური მიზნებისათვის აკეთებთ, თუმცა თქვენმა ოპერატორმა საწინააღმდეგო მიპასუხა. გთხოვთ მომაწოდით ინფორმაცია ტარდება თუ არა თქვენს კლინიკაში კიდურების დაგრძელება კოსმეტიკური თვალსაზრისით
პასუხი:

გამარჯობა! ჩვენს კლინიკაში კიდურების დაგრძელება  ტარდება სამედიცინო ჩვენებით  მაშინ, როცა პაციენტს აქვს კიდურების თანდაყოლილი ან შეძენილი დეფექტი. ასეთ დროს უპირატესად საჭიროა ერთმხრივი ან კიდურის რომელიმე  ფრაგმენტის დაგრძელება.  ქვედა კიდურების დაგრძელება ხშირად  კოსმეტიკური თვალსაზრისითაც კეთდება, ანუ სიმაღლეში ზრდის მიზნით. თუმცა ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში კიდურების დაგრძელდება   უპირატესად სამედიცინო ჩვენების საფუძველზე ხდება, რაიმე პათოლოგიის შემთხვევაში.  ქირურგიული ჩარევა ხდება  ელიზაროვის  კომპრესიულ-დისტრაქციული აპარატით: ჩხირებით, ღეროებით, ჩხირებით და ღეროებით ერთდროულად. აპარატის არჩევა ხდება შეთანხმებით. მოგახსენებთ, ჩვენი კლინიკა არ არის დაკავებული პლასტიკური ქირურგიით და შესაბამისად რაიმე რჩევას ამ მიმართულებით ვერ შემოგთავაზებთ.

გმადლობთ , რომ ენდობით ჩვენს კლინიკას , გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა