კიდურების დაგრძელება - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა, ფეხების დაგრძელება რაღირს? და რამდენი სანტიმეტრით შეიძლება რომ დაგრძელდეს?
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ჩვენს კლინიკაში კიდურების დაგრძელება ტარდება სამედიცინო ჩვენებით მაშინ, როცა პაციენტს აქვს კიდურების თანდაყოლილი ან შეძენილი დეფექტი. ასეთ დროს უპირატესად საჭიროა ერთმხრივი ან კიდურის რომელიმე ფრაგმენტის დაგრძელება.
ქვედა კიდურების დაგრძელება ხშირად კოსმეტიკური თვალსაზრისითაც კეთდება, ანუ სიმაღლეში ზრდის მიზნით. თუმცა ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში კიდურების დაგრძელდება უპირატესად სამედიცინო ჩვენების საფუძველზე ხდება, რაიმე პათოლოგიის შემთხვევაში.
ქირურგიული ჩარევა ხდება ელიზაროვის კომპრესიულ-დისტრაქციული აპარატით: ჩხირებით, ღეროებით, ჩხირებით და ღეროებით ერთდროულად.
აპარატის არჩევა ხდება შეთანხმებით.
თუმცა, ჩვენს კლინიკაში, ამ ეტაპზე, ასეთი ტიპის ოპერაციები არ ტარდება და შესაბამისად რაიმე რჩევას ამ მიმართულებით ვერ შემოგთავაზებთ.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა