კისრის ნაოჭის ექოსკოპია - ორსულობა

კითხვა: გამარჯობა ვარ 13 კვირის ორსული და ნაყოფს აქვს კისრის ნაოჭის ზომა 2.3 მილიმეტრი მაინტერესებს ეს მაჩვენებელი არის თუ არა ნორმა
პასუხი:

მოგესალმებით,
ამ შეკითხვით ბევრი პაციენტი მოგვმართავს, ამიტომ გიპასუხებთ ანალოგიურად.
ნაყოფის საყელოს სივრცის (კისრის ნაოჭის) სისქის პარამეტრის კვლევა, ემსახურება გენეტიკური დაავადებების ადრეულ გამოვლენას.
ამ პარამეტრის გაზომვა ხდება მხოლოდ მე-11-დან მე-14 კვირამდე, როდესაც ნაყოფის თხემ-კუდუსუნის ზომა 45-84 მმ-ის ფარგლებშია.
თუ ნაოჭის სისქე 3 მმ-ზე მეტია, ასეთ შემთხვევაში დიაგნოზის დასადასტურებლად უნდა გაკეთდეს დამატებითი კვლევები გენეტიკური დაავადებების დასადგენად/გამოსარიცხად.
კისრის ნაოჭის სკრინინგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევაა მთელი ორსულობის განმავლობაში.
მე-13 კვირის ვადაზე, კისრის ნაოჭის სისქის ნორმებია – 0,7-2,7 მილიმეტრი. თქვენს შემთხვევაში სანერვიულო არაფერია.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/4 

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა