კითხვა: მოგესალმებით, მაინტერესებს არის თუარა რეტენციული კისტა სიმსივნე,რამდენად საშიშია და ვის უნდა მივმართო კონსულტაციისთვის,(აღმომაჩნდა ტომოგრაფიით თავის ქალის გამოკვლევისას),რომელ კლინიკაში ხდება ქირურგიული ჩარევა,საქართველოში თუ არის ასეტი კლინიკა.ლაზერით რამდენად საიმედოა.მადლობა წინასწარ.
პასუხი:

გამარჯობა! მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია ნაკლებად ავთვისებიანი სიმსივნეების პროგრესირების კანონზომიერება, კლინიკური ნიშნების მიხედვით ყოველთვის შეუძლებელია, სიმსივნის ბუნებაზე ვიმსჯელოთ. მასზე მსჯელობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა შეგვიძლია მიკროსკოპიულად გამოვიკვლიოთ მისი უჯრედოვანი თუ ქსოვილოვანი შენება. ეს შესაძლებელია, თუ ოპერაციულად მივიღებთ საკვლევ ქსოვილს ან ჩავატარებთ ბიოფსიას. ამ დროს ქალასარქველში სპეციალური ინსტრუმენტით კეთდება ხვრელი და სათანადო ნემსით ხდება ჩხვლეტა სიმსივნის ქსოვილის ამოსაღებად.თავის ტვინის კისტების უმრავლესობა უსიმპტომოა და იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი. თავის ტვინის კისტის სიმპტომები ყველაზე ხშირად გვხვდება მოზრდილებში თავის ტკივილის სახით, მაშინ როდესაც პროცესი ხასიათდება ქალის შიდა წნევის მომატებით და მწვავე ოკლუზიური ჰიდროცეფალიით წყვილ გვერდით პარკუჭებში.როგორც წესი, პირველი - პაციენტში არ იწვევს მნიშვნელოვან შეგრძნებებს, ასეთ შემთხვევაში, კისტა მკურნალობას არ მოითხოვს, აუცილებელია რეაგირება კისტის წარმომქმნელი მიზეზების გამოვლენაზე, აგრეთვე იმ ფაქტორების პროფილაქტიკა, რათა თავიდან იქნას აცილებული ახალი კისტის განვითარება. პროგრესირებადი კისტების შემთხვევაში, მკურნალობა მიმართულია მისი გამომწვევი მიზეზების მოშორებასა და კისტის მოცილებაზე. მედიკამენტური მკურნალობა მიმართულია კისტის მიერ გამოწვეული ანთებითი ცვლილებების მოსაშორებად, არაეფექტური ან ნაკლებეფექტური კონსერვატიული მკურნალობის დროს გამოიყენებენ მკურნალობის რადიკალურ მეთოდებს.

ქირურგიული მკურნალობის ჩვენებაა :
კისტის გახეთქვის რისკი,პაციენტის ფსიქიური მდგომარეობის დარღვევა, გახშირებული და კრუნჩხვითი და ეპილეფსიური სიმპტომებით. კეროვანი სიმპტომატიკის გაძლიერებისას; დროული მკურნალობის შემთხვევაში, პროგნოზი კეთილსაიმედოა. ძირითადი რისკი დაკავშირებულია არაქნოიდული კისტის ტვინის ცენტრებზე ზემოქმედება.ჩვენს კლინიკაში ტარდება ამ ტიპის ოპერაციული მკურნალობა ,საკმაოდ წარმატებით , თუმცა ლაზერით არა .ალტერნატიული აზრის მოსასმენად და დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მობრძანდეთ ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაციაზე , აქციის ფარგლებში .ვიზიტზე აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე– 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა