მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის კლებსიელა;
- კლებსიელას მკურნალობა;
- რეკომენდაცია.
კლებსიელა, მრავალი ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ, მათი განსაკუთრებული მდგრადობის გამო, ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციამ მიაკუთვნა საშიშ ბაქტერიებს.
კლებსიელა ბაქტერია წარმოადგენს ენტერობაქტერიების ოჯახს, რომელიც აერთიანებს გრამუარყოფით ჩხირებს, მათი ზოგიერთი სახეობა კი, პათოგენურია ადამიანისათვის.
სამედიცინო დაწესებულების სტაციონარში ყოფნის ხანგრძლივობა და ინვაზიური პროცედურების შესრულება, წარმოადგენს ამ შტამების შეძენის რისკ-ფაქტორებს.
კლებსიელას მკურნალობა დამოკიდებულია ჩართულ ორგანოთა სისტემაზე. ბაქტერიით დაავადებულ პაციენტთა საწყისი თერაპია კი ემპირიულია. ეს ბაქტერიები, როგორც წესი უვნებელია, რადგან ზოგადად, იგი ისედაც არის ადამიანის ნაწლავის ნორმალურ მიკლოფლორაში, ასევე ბინადრობს პირის ღრუსა და კანის ეპითელიუმში. ისინი საშიშროებას მხოლოდ მაშინ წარმოადგენენ თუ ერთი სისტემიდან მეორე სისტემაში გადაინაცვლებენ.
შტამი არ გადაედება ჰაერ-წვეთოვანი გზით. გამდამდებია მხოლოდ შემდეგი:
- პირდაპირი კონტაქტი;
- ხელების არაჰიგიენურობა;
- პაციენტის ჭრილობასთან ან გამონაყოფთან (ოფლი, შარდი, განავალი) პირდაპირი კონტაქტი;
- ენდოტრაქეული მილები;
- შარდის კათეტერები.
თანამედროვე გაიდლაინის მიხედვით, შტამის აღმოჩენისას ანტიბიოტიკური თერაპია (ცეფალოსპორინები, კარბაპენემები) იწყება დაუყოვნებლივ.
თუ კლებსიელა ანტიბოტიკების მიმართ მდგრადია, სპეციალისტი პაციენტის სრულ გამოჯანმრთელებამდე მკურნალობს კომბინირებული ანტიბიოტიკებით.
ერთადერთი, რაც შეგვიძლია, გირჩიოთ და პრევენციისთვის მოგცეთ რეკომენდაცია, ესაა, ყოველთვის დაიბანოთ ხელები, როდესაც:
- მიირთმევთ საკვებს;
- პაციენტს დაეხმარებით კვებაში;
- შეეხებით თვალებს, ცხვირს ან პირის ღრუს;
- პაციენტის ჰიგიენურობის დაცვის შემდეგ;
- შეეხებით პაციენტის ნივთებს ან სამედიცინო საშუალებებს;
- ხველების, დაცემინების შემდეგ.
ასევე, პაციენტის მნახველებმა, არ აქვს მნიშვნელობა შევლენ თუ არა მასთან კონტაქტში, უნდა დაიბანონ ხელები, იხმარონ ხელთათმანი, ქუდი, ერთჯერადი ხალათი და ბახილები!
კლინიკიდან გამოწერამდე, პაციენტს განმეორებით ჩაუტარდება ტესტი კლებსიელა ბაქტერიაზე, თუ შტამი კვლავინდებურად დადასტურდება, გარდა ჩვენი რეკომენდაციისა, აუცილებლად ჰკითხეთ მკურნალ ექიმს, როგორ უნდა მოიქცეთ პრევენციისთვის და თავდაცვისთვის.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/infeqciuri-sneulebebi/51
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!