კოჭის არის შეშუპება და ტკივილი - ანგიოლოგია

კითხვა: გამარჯობა. მაწუხებს კოჭის ტკივილი, წვა და შეშუპებულია. რომელ ექიმს უნდა მივმართო? გმადლობ
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია, კოჭის არის შეშუპების და მტკივნეულობის ბევრი მიზეზი არსებობს, მაგალითად:

  • ღრძობა;
  • მყესების დაჭიმვა;
  • იოგების დაჭიმვა;
  • ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
  • გულის უკმარისობა (შუპდება ორივე კიდური);
  • ფლებიტი (ცალი კიდური);
  • თირკმლის დაავადებები;
  • ღვიძლის დაავადებები;
  • შიმშილი (მკაცრი დიეტები);
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება;
  • პრეპარატები;
  • ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორები.

საჭიროა ჰორმონული სტატუსის, კალციუმის ცვლის შესწავლა და ა.შ.
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ სისხლძარღვთა ქირურგის კონსულტაცია + სისხლძარღვების დოპლეროგრაფია, ყველაზე დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე:
დიაგნოსტირებისათვის აუცილებელი კვლევების ჩატარების შემდეგ, ექიმი შეკრებს ანამნეზს, ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას, საჭიროების შემთხვევაში კი, შესაძლოა, ანგიოლოგმა გადაგამისამართოთ ტრავმატოლოგთან.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა