კოლორექტალური კიბო

კითხვა: რა ჩვენებები აქ კოლორექტულ სიმსივნეს თუ შეგიძლიათ გვითხრათ...
პასუხი:

მოგესალმებით! კოლორექტალური კიბო მსხვილი და სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნეების საერთო დასახელებაა. დეფეკაციის ცვლილებები– ფაღარათი, ყაბზობა, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან ან სისხლიანი განავალი, ხშირი მოვლითი ხასიათის ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი, დეფეკაციის შემდეგ ნაწლავების ბოლომდე ვერ დაცლის შეგრძნება, სისუსტე ან დაღლილობა,წონაში უმიზეზოდ კლება ნაწლავის კიბოს სიმპტომებია. კოლორექტალური კიბო ადრეულ სტადიაზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს, შემდეგ კი სიმსივნის ლოკალიზაციის მიხედვით სხვადასხვა გამოვლინება შეიძლება ჰქონდეს. ჩივილების არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართოთ გასტროენტეროლოგს, რომელიც კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე დასვამს დიაგნოზს და მკურნალობის ტაქტიკას განსაზღვრავს. მხვილი ნაწლავის ონკოლოგიური დაავადებებისა და ფუნქციური მოშლის დიაგნოსტიკის მეთოდი კოლონოსკოპიაა, რომელიც ქირურგიის ეროვნულ ცნტრში, უახლესი აპარატურით , აქციის ფარგლებში ტარდება. 

სპეციალისტთან კონსულტაციაზე ჩასაწერად და აქციის პირობების გასაგებად, გთხოვთ, დარეკოთ ნომერზე
577 119 119 ან 202 25 25
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა