კითხვა: გამარჯობა... შემოდგომაზე გავიკეთე თავის კომპ. ტომოგრაფია და მაინტერესევბს თუ გამოჩნდებოდა კტ-ში თავის სისხლძარღვების პრობლემები? წინასწარ გმადლობთ პასუხისთის ...
პასუხი:
მოგესალმებით,
იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით რომელი რეჟიმით გაქვთ ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფია – პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.
თუმცა, ზოგადად მოგახსენებთ, სისხლძარღვების პათოლოგია არ გამოვლინდება , თუ ჩატარებული გაქვთ ნატიური (უკონტრასტო) კომპიუტერული ტომოგრაფია.
ხოლო თუ ჩატარებული გაქვთ CT ანგიოგრაფია, ამ შემთხვევაში, თავის ტვინის სისხლძარღვების პათოლოგია დიაგნოსტირდებოდა.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !