კომპიუტერული ტომოგრაფია - კომპიუტერული ტომოგრაფია

კითხვა: რა შემთხვევაში ტარდება თავის ტვინის კტ ანგოიგრაფიის რეჟიმით უკონტრასტოთ დარა შემთხვევაში კონტრასტით
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია წარმოადგენს კვლევის არაინვაზიურ მეთოდს სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობების დიაგნოსტირებისათვის.
კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტირებით ტარდება თავის ტვინის არტერიული და ვენური სისხლის მიმოქცევის ვიზუალიზაციისათვის და ინფორმაციას იძლევა:

  • ვილიზიის წრის;
  • თავის ტვინის ქერქში რეგიონარული არტერიული განშტოებების;
  • ვენების და სინუსების მდგომარეობის შესახებ.

ნატიური – უკონტრასტო კომპიუტერული ტომოგრაფიის შემთხვევაში სისხლძარღვოვანი პათოლოგია არ გამოვლინდება.
თავის ტვინის სისხლძარღვების კტ ანგიოგრაფიის შედეგების მიხედვით შესაძლებელია ვიმსჯელოთ სხვადასხვა პათოლოგიური პროცესის გავრცელებისა და სიმძიმის შესახებ როგორიცაა:

  • ათეროსკლეროზი;
  • ანთებითი პროცესები;
  • თრომბი;
  • სისხლძარღვის დაზიანება და სხვა.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა