კონსულტაცია ოტო-რინო-ლარინგოლოგთან - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს თქვენთან რა ღირს ოტორინოლარინგოლოგთან მიღება და ასევე ცხვირის დამატებითი წიაღების კომპიუტერული ტომოგრაფია. დაა მაინტერესებს თუ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან კონსულტაციისას აუცილებელი გახდა (ანუ ექიმმა მოითხოვა) ამ ცხვირის დანამატი ღრუების კატე, მაშინაც მიწევს კატეს გადაღების საფასურის გადახდა? ან რამე შეღავათი ხომ არაა სოციალურად დაუცველთათვის
პასუხი:

მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ ჩვენს კლინიკაში ოტო-რინო-ლარინგოლოგთან კონსულტაციის ღირებულებაა 50 ლარი.
ვიზიტისას თუ გამოკვეთება კომპიუტერული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროება, აღნიშნული კვლევის ფასია 140 ლარი.
ჩვენი კლინიკა ემსახურება საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებს, თუმცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, გეგმიურ ვიზიტებსა და კვლევებს არ აფინანსებს , მაგრამ არსებობს დაფინანსების ალტერნატიული გზები,რომელიც გამოიყენება პაციენტებისათვის ჩვენს კლინიკაში. 
დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა