კონსულტაცია ქირურგთან - დაზღვევა

კითხვა: გამარჯობა, პატარა ქირურგიული ჩარევა მესაჭიროება და სოციალური თქვენთან მოქმედებს?
პასუხი:

მოგესალმებით,
ჩვენი კლინიკა ემსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს, რომელთათვისაც დაწესებული გვაქვს შეღავათი, შესაძლებელია ჩაიტაროთ ქირურგის უფასო კონსულტაცია და მისგან მიიღოთ სათანადო დოკუმენტები, ფორმა 100 და კალკულაცია, რომლის საფუძველზეც, თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი რაიონული გამგეობა დააფინანსებს თქვენს ქირურგიულ მკურნალობას.
ქირურგთან უფასო ვიზიტი შესაძლებელია, ყოველ ხუთშაბათს.
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
დაფინანსების შესახებ ინფორმაცია გეცნობებათ სმს შეტყობინების სახით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა