კონსულტაცია ტრავმატოლოგთან - ტრავმატოლოგია

კითხვა: ჩემს შვილს 24 წლისაა აქვს წანაზარდი კოჭთან ბავშობიდან.მეორე კოჭის სახით. ეხლა თითქოს მოიმატა მოცულობა და არის მტკივნეული. რა შეიძლება იყოს მიზეზი და ვის მივმართოთ?
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, ტერფის ძვლოვანი წანაზარდის განვითარების რისკჯგუფში შედიან ის ადამიანები, ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს, ასევე - ბრტყელტერფიანები, ფეხის მსხვილი სახსრებისა და ხერხემლის დაავადებების მქონენი და სპორტსმენები, რომელთა ტერფებიც მუდმივად გადატვირთულია.
აუცილებელია თქვენმა შვილმა კონსულტაცია გაიაროს ტრავმატოლოგთან, რომელიც მოგცემთ რეკომენდაციას მკურნალობის მეთოდის შესახებ.
პაციენტს შეუძლია მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში, სადაც შევთავაზებთ ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციას.
გაცნობებთ, რომ ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა