კონსულტაციები სპეციალისტებთან

კითხვა: გამარჯიბათ, მაქვს ქრონიკული ცისტიტი და საშარდე გზების ანთება. თითქმის ყველა თვეში მიწევს მკურნალობის ჩატარება. ახლა დამეწყო გულის აჩქარება, გულის რევის შეგრძნება და კანკალი. TSH მაქვს 0,5.ენდოკრინოლოგმა არაფერი დამინიშნა. კუჭი და ნაღველი იქნებაო. იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე?
პასუხი:

მოგესალმებით ! თქვენი წერილიდან გამომდინარე, გაქვთ საკმაოდ დატვირთული ანამნეზი. გესაჭიროებათ კომპლექსურად სხვადასხვა სპეცილისტთან კონსულტაცია , რათა დაისვას სწორი დიაგნოზი და ჩაგიტარდეთ ეფექტური მკურნალობა. ქრონიკულ ცისტიტს ესაჭიროება უროლოგის კონსულტაცია . გულის რევის შეგრძნებას ზოგადად იწვევს ორგანიზმში მიმდინარე ინტოქსკაცია. ეს შესაძლოა იყოს გამოწვეული როგორც ნაღვლის ბუშტის ანთების დროს, ასევე მწვავე გასტრო-ენტერიტის დროს , ან შარდის ბუშტის ანთების დროს . ამიტომ , უროლოგის კონსულტაციასთან ერთად , კარგია თუ გაივლით კონსულტაციებს თერაპევტთან და გასტროენტეროლოგთან . თქვენ წერთ , რომ ანამნეზში არის პერიოდულად " კანკალი" ეს ახასიათებს როგორც ნაღვლის ბუშტის და შარდის ბუშტის ანთებას , ასევე ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიას. ამიტომ , კარგი იქნება თუ ენდოკრინოლოგთანაც გაივლით კონსულტაციას.
მოგახსენებთ , რომ ჩვენი კლინიკა არის პოლიპროფილური, ანუ მოგემსახურებათ ყველა სახის სპეციალისტი (ეს არის მოსახერხებელი პაციენტისთვის , რადგან არ მოუწევს სიარული კლინიკიდან კლინიკაში). შეგიძლიათ , მობრძანდეთ და აქ გაიაროთ კონსულტაციები სპეციალისტებთან. ამავე დროს , კვირის გარკვეულ დღეებში არის უფასო კონსულტაციები სპეციალისტებთან, თუ გაქვთ სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევა.
დამატებითი ინფორმაციისთვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით 577 119 119 ან 202 25 25 .
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა