მოგესალმებით,
ბარძაყის ტკივილი გავრცელებული პრობლემაა, რაც შეიძლება ბევრმა მდგომარეობამ გამოიწვიოს. ბარძაყის ტკივილის ზუსტი მდებარეობის დადგენამ დიაგნოსტიკური თვალსაზრისით შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდოს.
კოქსართროზის დროს მენჯ-ბარძაყის არეში ტკივილი ძლიერდება მოსვენებული მდგომარეობიდან აქტიურში გადასვლისას, ხოლო სახსრის გახურების შემდეგ მცირდება.
როგორც მოგვითხრობთ, ბრძანდებით სპორტსმენი, თქვენს შემთხვევაში საქმე ეხება სახსრის გადატვირთვას- პროფესიულ, სპორტულ სასახსრე ხრტილის სისტემურ მიკროტრავმებს.
სასურველია მიმართოთ თქვენს სპორტულ ტრავმატოლოგს ან ინსტრუქტორს, რომელიც მოგცემთ შესაბამის რეკომენდაციას.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა,მაწუხებს ტკივილი მენჯ ბარძაყის არეში არც თუ ისე იშვიათად.უკვე თითქმის ერთი წელია.მიუხედავად ამისა ძლიერად მაქვს განვითარებული წვივისა და ბარძაყის კუნთები,ვცურავ პროფესიონალურ დონეზე და ყოველდღე ვარჯიშობ.ვარ 14 წლის.ტკივილი რამდენჯერმე აუზშიც მომივიდა,უფრო ხშირად კი ბევრი სიარულისას ან დიდი ხნით წოლისგან მაწუხებს.ექიმმა მითხრა რომ მქონდა პირველი ხარისხის კოქსართროზი,მაგრამ დაამატა რომ ცურვა გამეგრძელებინა,მაგრამ დროდადრო ფიზიკურ დატვირთვას ვერიდები.თუ შეგიძლიათ მითხარით რაიმე პროფილაქტიკური საშუალება ან ვარჯიშის ფორმები,არ მინდა მდგომარეობა გაუარესდეს.
პასუხი: