მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა ასაკში ვრცელდება კორონავირუსი;
- ბავშვების დაავადების რაოდენობათა მაჩვენებელი;
- როგორია ჰიგიენის სტანდარტული ზომები;
- როგორ მოვიქცეთ თუ COVID-19 სიმპტომები გვაქვს.
კორონავირუსი ნებისმიერი ასაკის ადამიანში ვრცელდება დაინფიცირებული ადამიანის რესპირაციულ წვეთებთან (რომელიც წარმოიქმნება ხველის ან დაცემინების დროს) უშუალო კონტაქტის გზით და ვირუსით დაინფიცირებულ ზედაპირებთან შეხებით.
თუმცა, ჯერჯერობით, COVID-19 ვირუსით ბავშვების დაავადების შემთხვევების რაოდენობა შედარებით დაბალია.
ყველა მშობელმა უნდა დაიცვას ჰიგიენის სტანდარტული ზომები როგორც საკუთარი თავისთვის, ისე ბავშვებისთვისაც:
- აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა ან მინიმუმ 60% სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება;
- რესპირატორული ჰიგიენის დაცვა (დახველების ან დაცემინებისას პირზე მოხრილი მკლავის ან ერთჯერადი ცხვირსახოცის აფარება და ცხვირსახოცის დაუყოვნებლივ გადაგდება ნაგვის დახურულ ურნაში);
- იმ პირებთან ახლო კონტაქტისგან თავის არიდება, ვინც აცემინებს ან ახველებს;
- მშობლებს ყოველთვის თან უნდა გქონდეთ ხელების სადეზინფექციო საშუალება, ერთჯერადი ხელსახოცისა და ცხვირსახოცის შეკვრა, ასევე სადეზინფექციო სველი ხელსახოცები.
თუ ბავშვს აქვს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, სასურველია და გირჩევთ, მიმართოთ ცხელების ცენტრს. ინფორმაციის მისაღებად კი, დაუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს საკონტაქტო ნომერზე 15 05 ან 144.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!