მოგესალმებით!
კუპეროზის დაავადება ხასიათდება სისხლის მიკროცირკულაციის დარღვევით, რომელიც ვითარდება კანის წვრილი სისხლძარღვების (კაპილარების) გაფართოვებით და დაწყვეტით. დაავადებისას სახეზე ჩნდება წვრილი სისხლძარღვები ვარსკვლავების ფორმით. ლოკალიზდებიან ცხვირის, ლოყების, ყვრიმალების არეში. მათი შეფერილობა შეიძლება იყოს მკრთალი წითელი ან მოლურჯო-წითელი.
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
- გენეტიკური მიდრეკილება;
- ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება;
- რაციონში ცხარე და ცხელი საჭმლის გამოყენება;
- მწეველობა;
- სპირტიანი სასმელების ჭარბი გამოყენება;
- ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება;
- სისხლის მიმოქცევის გამაძლიერებელი პრეპარატების ხანგრძლივად მიღება;
- სტრესული სიტუაციებიდან გამომდინარე აწეული წნევა.
ოზონოთერაპია, აღადგენს სისხლის მიმოქცევას კაპილარულ დონეზე და აჯანსაღებს ორგანიზმს, ოზონთან კონტაქტისას კი ყველა ცნობილი პარაზიტი იღუპება და, შესაბამისად, ჯანსაღდება ყველა ორგანო, რომელთანაც ჯანმრთელი სისხლი მიედინება.
თუ პროცედურების ჩატარების შემდეგ, შედეგი არ გაქვთ, უნდა მიმართოთ ისევ თქვენს მკურნალ ექიმს, რომელიც გამონახავს მკურნალობის ალტერნატიულ გზას.
ჩვენი კლინიკა, არ არის დაკავებული ესთეტიკური მედიცინით და შესაბამისად რაიმე დახმარებას ამ მიმართულებით ვერ შემოგთავაზებთ.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!