მოგესალმებით,
ლეგიონელა არის გრამუარყოფითი ბაქტერია- ჩხირი, რომელსაც სულ მცირე 20 პათოგენური სახეობა და 70 სეროჯგუფი აქვს.
ვლინდება რესპირატორული სიმპტომებით, როგორიცაა:
- ხველა (შეიძლება იყოს მშრალი);
- სუნთქვის უკმარისობა;
- ცხელება;
- ჟრჟოლა (შემცივნება);
- ტკივილი გულმკერდის არეში.
სხვა შესაძლო სიმპტომებია:
- თავის ტკივილი;
- გულისრევა;
- ღებინება;
- მუცლის ტკივილი ან დიარეა.
დასკვნითი დიაგნოზი დგინდება დადებითი ლაბორატორიული ტესტის საფუძველზე.
ლეგიონელა მრავლდება უჯრედს შიგნით, მათ შორის მაკროფაგებშიც, რაც პარადოქსულად იცავს ბაქტერიებს გამრავლებისას.
რაც შეეხება ლაბორატორიულ კვლევას, დიახ ტარდება ლეგიონელას ანტიგენის განსაზღვრა, ძირითადად შარდის კვლევაა და ბაქტერიოლოგიურ კვლევას წარმოადგენს.
თანამედროვე კონდიციონერებისაგან ლეგიონელას გავრცელების შანსი მინიმუმამდეა დაყავნილი, თუ არ ჩართავთ მას მთელი დღის განმავლობაში, დახურულ სივრცეში და არ იქნებით მუდამ კონდიციონერთან.
გმადლობთ, რომ თვალს ადევნებთ ჩვენს სიახლეებს და გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!