მოგესალმებით!
ლეიკოციტებისათვის დაწესებული ზედა ზღვარი განსხვავებულია ამა თუ იმ კლინიკაში შესაბამისი აპარატურის გამოკვლევითი მონაცემების მიხედვით. ზრდასრულებში, 11,000-ზე მეტი ლეიკოციტი მიკროლიტრზე მიიჩნევა მაღალ შემცველობად. ზღვარი ბავშვებში სხვადასხვანაირია ასაკის და სქესის შესაბამისად.
ლეიკოციტების მაღალი შემცველობისას უნდა ვიფიქროთ და გავითვალისწინოთ შემდეგი:
- ლეიკოციტების გაძლიერებული წარმოქმნა ინფექციასთან საბრძოლველად;
- ლეიკოციტების წარმოქმნის მასტიმულირებელ წამალზე რეაქცია;
- ლეიკემია;
- იმუნური სისტემის დაავადებები.
წინა შეტყობინებაში გვწერდით, რომ პატარას "ახრუტუნებდა" , რაც დისტანციურ რეჟიმში ავხსენით იმით, რომ ბავშვი ახალშობილია და ხრუტუნი ექნებოდა, სანამ დაეწმინდებოდა ზედა სასუნთქი გზები.
რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა გვენდობიან და ჩვენს რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, მაგრამ გთხოვთ, მიმართეთ პედიატრს ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, საჭიროა, უშუალო ვიზიტისას შეფასდეს მდგომარეობა და დაისვას ზუსტი დიაგნოზი, რათა აარიდოთ ბავშვს შემდგომი გართულებები.
"ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!