ლეიკოენცეფალოპათია

კითხვა: მოგესალმებით, ჩავიტარე თავის ტვინის კ. ტ კვლევა... თავის ტვინის პერივენტრიკულური თეთრი ნივთიერების სიმკვრივე, ნორმასთან შედარებით ორმხრი მკვეთრად დაქვეითებულია; ორმხრივ,, ბაზალური განგლიების დონეზე ისახება ლაკუნური დარბილების კერები. ტავის ტვინის შუამდებარე სტრუქტურათა ცდომა არ ვლინდება; პარკუჭოვანი სისტემა დეფორმაციისა და ასიმეტრიის გარეშეა. ორმხრივ გვერდითი პარკუწის სხეული, წინა და უკანა რქა გაფართოებულია სილვიის ნაპრალისა და კუნულის ცისტერნები ორმხრივ კისტოზურად დილატირებულია; ეპიზიფი და გვერდითი პარკუჭის უკან რქების სისხლძარღვივანი ქსელი კალცინირებულია; უკანა ფოსოს სტრუქტურები კარგად დიფერენცირდება, მე-4 პარკუჭი შუა ხაზზეა; სუბარაქნოიდული სივრცეები თავის თვინის კონვექსზე ორმხრივ გაფართოებულია; ძვლოვანი სისტემა და რეტრობულბალური სივრცეები პათოლოგიის გარეშეა; ორმხრივ ჰაიმორის, სფენოიდური, ეტმოიდური და ფრონტალური წიაღში პათოლოგიური შიგთავსი არ ვლინდება; ორმხრივ დვრილისებრი მორჩის პნევმატიზაცია შენახულია; დასკვნა მოღებული კტ. მონაცემებით ამჟამად თავის ტვინის ნივთიერებაში, მწვავე ინტრაცერებრული პროცესი არ ვლინდება; ორმხრივ ლაკუნური დარბილების კერები; თავის ტვინის ქერქულ-ატროფიული ცვლილებები; ლეიკოენცეფალოპათია. მაინტერესებს რამე სერიოზულია?
პასუხი:

მოგესალმებით, ლეიკოენცეფალოპათია თავის ტვინის სტრუქტურებში (თეთრ ნივთიერებაში) არაანთებით ცვლილებებს ნიშნავს. დიაგნოზი საყურადღებოა, დისტანციურად პასუხის გაცემა ჩვენი მხრიდან არაკორექტული იქნება, საჭიროა ექიმი ნევროლოგი/ნეიროქირურგის მიერ შეფასდეს საერთო მდგომარეობა. აქ გასათვალისწინებელი იქნება ზოგადი სიმპტომები და საერთო კლინიკური სურათი. პროგნოზსა და მკურნალობის ტაქტიკაზე მხოლოდ მას შედეგ შეიძლება საუბარი, როცა შეფასდება ჩივილები, პაციენტის მდგომარეობა და კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემები ერთობლივად. კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნევროლოგისა და ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია პარასკევს, აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. თუ გადაწყვეტთ რომ კონსულტაციაზე ჩაეწეროთ, თან იქონიეთ ჩატარებული ანალიზებისა და გამოკვლევების პასუხები. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა