ლეიკოპენია, ნეიტროპენია, რკინადეფიციტური ანემია - ჰემატოლოგია

კითხვა: გამარჯობა, ვარ 40 წლის. მაქვს ლეიკოპენია, ნეიტროპენია, რკინადეფიციტური ანემია, b12- ის დეფიციტი, ვაპირებდი გადასხმის გაკეთებას , დამატებით რაიმე სახის კვლევებს ხომ არ მირჩევდით
პასუხი:

მოგესალმებით,

ლეიკოპენია

ეს არის ლეიკოციტების (სისხლის თეთრი სხეულაკები) რაოდენობის შემცირება პერიფერიულ სისხლში (4,0 · 109 /ლ – ზე ქვევით).

ნეიტროპენია

იგივე გრანულოციტოპენია, არის ნეიტროფილების რაოდენობის მკვეთრი შემცირება. ამ დროს რისკები დამოკიდებულია ნეიტროპენიის ხარისხზე. უმნიშვნელო ნეიტროპენია არ არის შესაშფოთებელი. თუმცა, შესაბამისი სპეციალისტის დაკვირვებას, რა თქმა უნდა საჭიროებს.

რკინადეფიციტური ანემია

აღნიშნული პათოლოგია თანდათან ვითარდება, ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, როცა ადამიანს საკმარისი რაოდენობით არ აქვს სისხლის წითელი უჯრედები ან მათი ფუნქციონირება დაქვეითებულია.
გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და კონსულტაცია გაიაროთ ჰემატოლოგთან.
გაცნობებთ, რომ საუკეთესოა ჩვენი კლინიკის ჰემატოლოგიური ლაბორატორია. აქ ტარდება როგორც კლინიკური ანალიზი, ისე სისხლის პათოლოგიათა სრულფასოვანი კვლევა.
თქვენი მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, ექიმი–ჰემატოლოგი დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას და მოგაწოდებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ, სამედიცინო საკითხზე.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა