მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. მიომა კუნთოვანი ქსოვილის კეთილთვისებიანი სიმსივნეა. ამ დაავადებაზე საუბრისას ექიმები ხშირად იყენებენ ტერმინებს ლეიომიომა (საერთაშორისო სახელწოდება), ფიბრომა, ფიბრომიომა. მიომას, რომელიც მხოლოდ გლუვკუნთოვანი ქსოვილისგან შედგება, ლეიომიომა ეწოდება, თუმცა ასეთი რამ იშვიათია.
პოლიპი კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნია, რომელსაც ხაოს ან მსხლის ფორმა აქვს და ლორწოვან გარსს ფართო საფუძვლით ან გრძელი ფეხით ეკვრის. ამასთან, რაც უფრო გრძელია ფეხი, მით უფრო იოლია მისი დანახვა.
ქალის სასქესო ორგანოებში შეიძლება განვითარდეს როგორც ერთეული, ისე მრავლობითი პოლიპი, აღსანიშნავია ისიც, რომ ქალის სასქესო ორგანოებში განვითარებული პოლიპი შეიძლება დაწყლულდეს და საშვილოსნოდან სისხლდენის (ზოგჯერ - საკმაოდ ინტენსიურისაც) მიზეზად იქცეს. გაავთვისებიანებისა და სისხლდენის რისკი იმაზე მიუთითებს, რომ აუცილებელია პოლიპის დროული მოცილება.
არის კიდევ ბევრი ისეთი ნიუანსი, რომლის განხილვაც დისტანციურ რეჟიში არ ხდება, ჩვენი მხრიდან კი, ეს არაპროფესიული იქნება, ამიტომ მობრძანდით ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ექიმი–გინეკოლოგი თავად დაგაკვალიანებთ და მოგაწოდებთ ამომწურავ ინფორმაციას.
გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
კითხვა: გამარჯობა. ვარ 42 წლის. გაუთხოვარი, ვიყავი ექოსკოპიაზე ციკლის მე-11 დღეს, დასკვნაში წერია :მცირე ლეიომიომა, ენდომეტრიუმის პოლიპის არსებობა, მარჯვენა საკვერცხის ცისტადენომა, ციკლი დარღვეული არასდროს არ მქონია, არც ციკლებს შორის გამონადენი, გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საშიშია. გმადლობთ.
პასუხი: