სპონტანური აბორტი - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა , 23 მარტს მომეშალა მუცელი .. ციკლის მიხედვით რვა კვირამდე უნდა ვყოფილიყავი .. არ დამჭირვებია არანაირი ჩარევა ნაყოფი თავისით ჩამოიშალა .. ამის შემდეგ ამერიაა ციკლი .. პირველ თვეს ხომ ისედაც არეულად მომივიდა , მეორე თვეში დამიგვიანა , მესამე თვეს 10 დღით ადრე მომივიდა და 6 დღის ნაცვლად 4 დღე მქონდა .. მაინტერესეებს როგორ შეიძლება ვუმკურნალო ამას .. ან შეიძლება თუარა ჩასახვა მოხდეს ესე არეული ციკლის დროს ? მადლობა ყუადღებისთვის
პასუხი:

მოგესალმებით,
ორსულობა არის პროცესი, როცა ორგანიზმში ხდება გადაწყობა ნაყოფის ზრდა-განვითარების უზრუნველსაყოფად. ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის დროს ორგანიზმი არ არის მზად და ირღვევა ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციონირება – ჰიპოფიზის, საკვერცხეების და ა.შ. ეს კი განაპირობებს მომავალი ორსულობის დროს არაადეკვატურ უზრუნველყოფას ენდოკრინული სისტემის მხრიდან. უხშირესად ეს გამოიხატება ყვითელი სხეულის ჰორმონის – პროგესტერონის უკმარისობით. შედეგად ორსულობა წყდება პირველ ტრიმესტრშივე. ამ გართულების თავიდან ასაცილებლად საკმარისია სასქესო ჰორმონთა გამოკვლევები და საჭირო კორექციების შეტანა. მუცლის მოშლის შემდეგ ქალი ჩვეულ ფიზიკურ ფორმას რამდენიმე დღეში იბრუნებს, მენსტრუაცია კი 4-6 კვირის შემდეგ აღდგება.
დისტანციურად რთულია პასუხის გაცემა, ამიტომ კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ, ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში" უფასო კოსნულტაციას მეან–გინეკოლოგთან, უშუალო ვიზიტისას შეფასდება თქვენი მდგომარეობა ობიექტურად და საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების შემდეგ, სპეციალისტი თავად გაგცემთ ამომწურავ პასუხს და დაგინიშნავთ ინდივიდუალურ მკურნალობის კურსს.
ასევე, ჩვენი მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი, დაგეხმარებათ ორსულობის დაგეგმარებასა და მართვაში.
მეან–გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია სამშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა