სპონტანური აბორტის შემდგომი პერიოდი - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა თვის დასაწყისში ვიყავი 6 კვირის ორსული და მომეშალა მუცელი ბოლო ციკლი მქონდა 28 მარტს მას შემდეგ არ მქონია, მუცლის მოშლა დაიწყო 2 მაისიდან და ჩვეულებრივ შემდგომი ციკლი უნდა მომსვლოდა 25 რიცხვამდე და თვის ბოლოა უკვე არ მომსვლია შესაძლებელია ეს რამე გართულებების ბრალი იყოს თუ ჩვეული მოვლენაა? მუცლის მოშლის შემდეგ ციკლი რამდენ ხანში დგება წესრიგში? მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
სპონტანური აბორტი, უბრალო ენით კი მუცლის მოშლა, ორსულობის მეოცე კვირამდე ვითარდება.
მეთორმეტე კვირამდე მუცლის მოშლის შემთხვევათა ნახევარი დაზიანებული, არაჯანსაღი კვერცხუჯრედით განაყოფიერების ბრალია. ამ დროს ვითარდება პლაცენტა, სანაყოფე გარსი, მაგრამ ემბრიონის ჩამოყალიბება არ ხდება, გამოძევებული ნაყოფი უმეტესად სიცოცხლისუუნაროა.
მუცლის მოშლის შემდეგ ქალი ჩვეულ ფიზიკურ ფორმას რამდენიმე დღეში იბრუნებს, მენსტრუაცია კი 4-6 კვირის შემდეგ აღდგება.
ორსულობისას, ზოგიერთი ჰორმონის გამომუშავება იმატებს, ზოგიერთისა კი იკლებს. ეს პროცესი მთელი ორსულობის განმავლობაში მიმდინარეობს ქალის დნმ-ს გენეტიკურ პროგრამაში ჩადებული კანონზომიერების შესაბამისად. აბორტი იწვევს ამ პროცესების მკვეთრ შეწყვეტას, მკვეთრ ნერვულ და ჰორმონულ ძვრებს, რაც, ბუნებრივია, უარყოფით გავლენას ახდენს ქალის ჯანმრთელობაზე. კერძოდ, ნეგატიურ გავლენას განიცდის, მაგალითად საკვერცხეები, რაც მენსტრუალური ციკლის დარღვევით ვლინდება.
გირჩევთ, მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს. ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა