საკვერცხის კისტა - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა,მაინტერესებს საკვერცხის კისტის შემთხვევაში,რომელიც აქვს 17 წლის გოგონას,რა ინტერვალით არის საჭირო ექოსკოპიით დათვალიერება,ვიცი რომ დინამიკაში საჭიროებს დაკვირვებას,ბოლო სამი თვის წინ გადავუღეთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
საკვერცხის კისტის დინამიკაში დაკვირვება ექოსკოპიური კვლევით, სასურველია განახორციელოთ ყოველ 6 თვეში ერთხელ.
პრევენციის მიზნით, შესაძლებელია უფრო ადრეც ჩატარდეს კვლევა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციის მოწოდება მკურნალი ექიმის პრეროგატივაა.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა