საკვერცხეების ანთება - გინეკოლოგია

კითხვა: გამოკვლევების (ეხო,პაპტესტი) დამიდგინდა მარცხენა საკვერცხის ანთება, ამ ეტაპზე ვერ ვახერხებ ექიმთან ვიზიტს (პასუხი ელფოსტაზე მივიღე) თუ შეგიძლიათ მითხრათ რომელი ანტიბიოტიკი მივიღო პრობლემის მოსაგვარებლად
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • რა არის ოოფორიტი;
  • საკვერცხეების ანთების ტიპები;
  • რა არის ოოსალპინქსი;
  • რა იწვევს საკვერცხეების ანთებას;
  • ოოფორიტის მკურნალობა.

ოოფორიტი ანუ საკვერცხეების ანთება, მცირე მენჯის ანთებითი დაავადებაა, რომლის დროსაც, ორგანიზმის იმუნური სისტემის დასუსტების გამო, ინფექციის გამომწვევები, საშვილოსნოს დანამატებსაც აღწევენ ცალკეული კერებიდან და აზიანებენ მათ.
საკვერცხეების ანთების ტიპებია:

  • მწვავე;
  • ქრონიკული;
  • ცალმხრივი;
  • ორმხრივი;
  • სეროზული;
  • ჩირქოვანი.

ასევე შესაძლოა იყოს ოოსალპინქსი, ანუ ფალოპის მილების ჩირქოვანი პროცესი.
საკვერცხეების ანთება გვხვდება როგორც არასპეციფიკური, ისე სპეციფიკური სახით.
მისი მაპროვოცირებელი ფაქტორებია:

  • სქესობრივი კონტაქტი მენსტრუალური ციკლის დროს;
  • გაციება;
  • აბორტი;
  • არანამკურნალები ვაგინიტი;
  • არანამკურნალები ვულვიტი;
  • გადატანილი ინფექციები (გრიპი, პნევმონია, ტუბერკულოზი);
  • ვენერული დაავადებები;
  • სტრესი;
  • ნერვული დაძაბულობა;
  • სხვა ფაქტორები, რომელიც აქვეითებს იმუნიტეტს.

sakvercxeebis_anteba_ooforiti

ნებისმიერი პრეპარატი ინიშნება თერაპიული დოზით, რომელსაც არჩევს შესაბამისი ექიმი, საჭიროებიდან გამომდინარე. სპეციალისტი იმავდროულად ითვალისწინებს ჩვენებებს, უკუჩვენებებსა და გვერდით მოვლენებს, შესაბამისად, დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, რადგან ეს ჩვენი მხრიდან არაეთიკური და არაპროფესიული იქნება.
თავი აარიდეთ თვითმკურნალობას. გაითვალისწინეთ, რომ ანტიბიოტიკების არასწორმა, არადანიშნულებისამებრ გამოყენებამ, შესაძლოა გამოიწვიოს სოკოვანი ინფექცია.
ასევე, დაავადების არასათანადოდ მკურნალობის გამო, საკვერცხის ანთება შესაძლოა, გადაიზარდოს ქრონიკულ ფორმაში, რაც საშიში პათოლოგია, რადგან იწვევს საშვილოსნოს მილების გაუვალობას და უშვილობას .
ამიტომ, მკურნალობა კომპლექსურ-თერაპიულია და ხშირ შემთხვევაში, გრძელვადიანიც კი.
გასაგებია თქვენი მდგომარეობა, თუმცა, იქნებ მოახერხოთ და დისტანციურად დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს.
თუ უსახსრობის გამო ვერ ახერხებთ სპეციალისტთან კონსულტაციის გავლას, კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგიძლიათ ისარგებლოთ გინეკოლოგთან ვიზიტით, მხოლოდ 15 ლარად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/ginekologiuri-aqcia-15-larad/31556

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა