საკვერცხის კისტა - გინეკოლოგია

კითხვა: მითხრეს კისტა გაქვსო.ადრეც მქონდა მაგრამ მკურნალობის მერე გაქრა ,ეხლა უფრო დიდი ზომის კისტა 7.რამდენად საშიშია
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ, უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს ანალოგიურ შეკითხვაზე. მოგაწოდებთ დამატებით ინფორმაციას.
საკვერცხის კისტა კისტოზურად გადაგვარებულ საკვერცხის ღრუში სითხის დაგროვების შედეგად ჩამოყალიბებული სიმსივნისებრი წარმონაქმნია. მისი მრავალი სახეობა არსებობს:

  • აფუნქციური (ფოლიკულური და ყვითელი სხეულის, იგივე ლუთეინური და თეკალუთეინური);
  • ენდომეტრიოიდული;
  • დერმოიდული;
  • პარაოვარიული.

ყოველი მათგანი საკვერცხის სიმსივნის მსგავს პროცესებს მიეკუთვნება.
არსებობს კისტები, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს საკვერცხის ნორმალურ ფუნქციონირებას. როგორც წესი, სწორედ ასეთი კისტების მოცილება ხდება ოპერაციულად. მაგრამ არის აგრეთვე ე. წ ფუნქციური ანუ გაწოვადი კისტებიც. ისინი შეიძლება პერიოდულად გაჩნდეს და თავისით გაქრეს, რაც სავარაუდოდ მოხდა თქვენს შემთხვევაშიც.
ასეთ დროს ექიმი ვალდებულია რეგულარულად აკონტროლოს ისინი ულტრაბგერითი გამოკვლევის საშუალებით. ამ შემთხვევაში ოპერაციის გაკეთება მოკლებულია ყოველგვარ აზრს.
სასურველია ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა. ინტიმური კავშირი საფრთხილოა, რადგან მცირე მენჯის სისხლძარღვების გაძლიერებულმა სისხლმომარაგებამ შესაძლოა, კისტის გახეთქვა გამოიწვიოს.
საწყის ეტაპზე მკურნალობა კონსერვატიულია – 3-4 თვის განმავლობაში კონტრაცეპტივებით ჰორმონოთერაპიას ვატარებთ და შედეგს ველოდებით. ცხადია, აუცილებელია ყოველთვიური კონტროლი ულტრაბგერით. თუ ჰორმონოთერაპიამ შედეგი არ გამოიღო, ოპერაციული მკურნალობის საჭიროებას წყვეტს შესაბამისი სპეციალისტი.
აუცილებელია, დადგინდეს რა ტიპის კისტასთან გვაქვს თქვენს შემთხვევაში საქმე. ამიტომ, აუცილებლად უნდა მიმართოთ გინეკოლოგს.
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ სრულ გინეკოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad 

განისაზღვრება კისტის ტიპი და მაღალკვალიფიციური ექიმი–სპეციალისტი მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას, მკურნალობის მეთოდის შესახებ.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა