ნაკერის ( ნაწიბურის) გართულება - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა,3 თვის წინ გამიკეთდა საკეისრო,ნაკერზე ხელს რომ ვისმევ(ვიდებ) ყრუ ტკივილები მაქვს ამასთან ერთად შებერილობაც მაქვს საშინელი.ცოტა არიყოს მეშინია. ნორმალურია ეს? მეუბნებიან არაა საშიშიო.მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით!
როდესაც არსებობს საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენება, მის ნაკლოვანებებზე ლაპარაკი ზედმეტია.თუმცა არ შეიძლება არ აღვნიშნოთ საკეისრო კვეთის მინუსებიც, ესენია:

  • ჭრილობის მოშუშება;
  • ტკივილი;
  • სისხლის დანაკარგის აღდგენა;
  • ინფიცირების მაღალი ალბათობა;
  • ლაქტაციასთან დაკავშირებული პრობლემები.

მოძრაობის შეზღუდვა საგრძნობლად ართულებს მელოგინის ცხოვრებას ოპერაციის შემდეგ.
თქვენს შემთხვევაში სავარაუდოდ საქმე ეხება საკეისრო კვეთის შემდგომ ნაწიბურის გართულებას, სწორედ თქვენს მიერ ჩამოთვლილი სიმპტომები ახლავს თან ამ პერიოდს.
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია ჩატარდეს გამოკვლევები და კლინიკური თვალსაზრისით გამოირიცხოს პათოლოგიური უბანი, თუ კვლევებით ეს არ დადასტურდება, მაშინ შესაძლოა ჩაითვალოს რომ გაქვთ პოსტოპერაციული ტკივილი.
რეკომენდირებულია ნაკლები სიმძიმის აწევა, დაუშვებელია გადაღლა, დატვირთვა.
თუ გსურთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგის რჩევის მოსმენა შეგიძლიათ მობრძანდეთ ნებისმიერ დროს.
გვაქვს გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციის დღე ხუთშაბათი და შაბათი.
წინასწარი ჩაწერისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა