საშვილოსნოსგარე ორსულობა - გინეკოლოგია

კითხვა: მქონდა გარე ორსულობა, ორივე საკვერცხე შენარჩუნებულია დარჩენილი მაქვს მხოლოდ ერთი მილი, მაინტერესებს იმ საკვერცხეში გამომუშავებულ ფოლეკულას რომელსაც მილი არ ააქვს, შეისრუტავს თუ არა მეორე საკვერცხის მილი? (დომინანტი ფოლეკულები უმეტესად არის იმ საკვერცხეში რომლის მილიც ამოკვეთილია). მაინტერესებს თქვენი აზრი.
პასუხი:

მოგესალმებით,
საშვილოსნოსგარე ორსულობა მძიმე პათოლოგიური მოვლენაა, რომლის დროსაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრება და განვითარება ხდება არა საშვილოსნოს ღრუში, როგორც ნორმალური ორსულობის დროს, არამედ მის გარეთ – კვერცხსავალ მილებში, საკვერცხეებში ან მუცლის ღრუს ორგანოებზე. შემთხვევათა 99%-ში იგი ვითარდება კვერცხსავალ ანუ ფალოპის მილში.
კვერცხსავალ მილებში არსებული ანთებითი ცვლილებების დროს მილის სანათურის დიამეტრი ვიწროვდება ან ვითარდება ჩიხები და ჯიბეები, რაც განაპირობებს ფალოპის მილების ფიზიოლოგიური პერისტალტიკის შესუსტებას ან სრულ გაქრობას. შედეგად განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ვეღარ გადადის საშვილოსნოს ღრუში და მილში რჩება, სადაც მიემაგრება მის კედელს და იწყებს ზრდას.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ სხვა ხელისშემშლელი ფაქტორი არ არსებობს, მაშინ ერთი მილით თავისუფლად შესაძლებელია დაორსულება, თუმცა, დისტანციურად რაიმეს განსაზღვრა არაპროფესიულია და არაკორექტული.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, ექიმი-გინეკოლოგი შეაფასებს ობიექტურად თქვენს მდგომარეობას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში გაგცემთ ამომწურავ პასუხს ყველა კითხვაზე.
გაცნობებთ, რომ წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა