ტკივილი წელის არეში - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა,მაქვს ჩაწოლითი ტკივილი წელის არეში ხანდახან,ძირითადად ფეხის ტკივილი მაწუხებს (მარცხენა)მენჯ-ბარძაყის არეში.საკმაოდ ძლიერია ტკივილები ღამითაც.მწვავდება გადაღლის და სიმძიმესთან შეხების პერიოდში.მაინტერესებს ვისი პაციენტი ვარ და რისი გადაღება დამჭირდება..მაქვს გენოკოლოგიური პრობლემაც თუ არის რაიმე კავშირში ერთმანეთთან.მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში ზუსტი დიაგნოსტირება, რა თქმა უნდა შეუძლებელია. თუმცა შეგვიძლია, მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
წელის ტკივილი შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ნებისმიერ პათოლოგიურ პროცესთან, რომელიც ეხება ან აღიზიანებს ნერვების ტკივილის რეცეპტორებს.
დღითი დღე იზრდება იმ დაავადებათა ნუსხა, რომლებსაც სხვადასხვა ინტენსივობისა და ხანგრძლივობის წელის ტკივილი ახასიათებს. მათ ჩამონათვალში შედის:
● გავა-წელის რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, მიოზიტი;
● მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება;
● შარდკენჭოვანი დაავადება, გლომელურონეფრიტი, თირკმლის ჭვალი;
● მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტი;
● ვირუსული დაავადებები;
● თირკმელების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის დაწევა;
● ზურგის ტვინის თიაქარი.
როგორც მოგვითხრობთ, გაქვთ გინეკოლოგიური პრობლემები. რა თქმა უნდა შესაძლოა, წელის ტკივილი დაკავშირებული იყოს გინეკოლოგიურ პრობლემებთან, მათ შორის საკვერცხეების ანთებასთან და საშვილოსნოს პათოლოგიებთან.
პირველ რიგში სასურველია, მიმართოთ გინეკოლოგს, ამ მიზნით კი შეგვიძლია, შემოგთავაზოთ გინეკოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება, იხილეთ ბმული: https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad
გინეკოლოგიური პრობლემებიდან გამომდინარე წელის ტკივილის გამორიცხვის შემთხვევაში, მკურნალობაში უნდა ჩართოთ ნევროლოგი.
ამ შემთხვევაში შემოგთავაზებთ ნევროლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების შემდეგ დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას. ვიზიტისას, თუ გამოიკვეთება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროება, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა