ლეიკოპლაკია - გინეკოლოგია

კითხვა: მოგესალმებით.მაინტერესებს თქვენს კლინიკაში ლეიკო პლაკიაზე თუ მკურნალობთ და რამდენად მორჩენადია.მე მაგ დაავადების მატარებელი ვარ და მაინტერესებ მაგის შესახებ და რამდენად საშიშია.მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ლეიკოპლაკია ეწოდება ღრძილებზე, ლოყის შიდა ზედაპირზე, პირის ღრუში და ზოგჯერ ენაზე, გასქელებული,თეთრი ლაქების გაჩენას. ეს ლაქები შესაძლოა ფიზიკური ზეწოლით აიქერცლოს და მოძვრეს.
რთული სათქმელია, ზუსტად რა იწვევს ლეიკოპლაკიას, თუმცა თამბაქო – სიგარეტი, საღეჭი რეზინი ან სხვ. მიიჩნევა ერთ–ერთ ხელშემწყობ ფაქტორად.
ლეიკოპლაკია ზოგადად საშიში არ არის, მაგრამ ზოგჯერ რთულდება. ლაქები არ არის სიმსივნური, მაგრამ ზოგჯერ ავლენს სიმსივნური წარმონაქმნის გარკვეულ თვისებებს. პირის ღრუს ზოგიერთი სიმსივნე, მაგ. ენის ქვეშ, იწყება ლეიკოპლაკიის დამახასიათებელი ლაქების გარშემო.
აქედან გამომდინარე, უმჯობესია მიმართოთ სტომატოლოგს.
ხოლო, თუ საუბარი გაქვთ, საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის ლეიკოპლაკიაზე , რასაც ეპითელიური უჯრედების გასქელება და “გარქოვანება" იწვევს,
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა