კითხვა: გამარჯობა, მკლავში მაქვს იმპლანტი, მინდა ამოღება ბევრი უკუჩვენება მაქვს. ბათუმში სად შეიძლება ამოვიღო?
პასუხი:
მოგესალმებით,
სავარაუდოდ საუბარი გაქვთ ჩასახვის საწინააღმდეგო იმპლანტატზე, რომელიც მხრის კანქვეშ თავსდება.
ამგვარი იმპლანტის წყალობით ქალი სამი წლის მანძილზეა დაზღვეულია არასასურველი ორსულობისგან. რეპროდუქციის უნარი იმპლანტატის ამოღებისთანავე აღდგება.
ყველაზე ხშირი გართულება, რომელსაც იმპლანტატის ტარება იწვევს, არარეგულარული მენსტრუაციაა. ციკლი იმპლანტის ამოღებისთანავე ან მომდევნო 6-9 თვის განმავლობაში წესრიგდება.
ბათუმში სად შეიძლება იმპლანტატის ამოღება, ინფორმაციას არ ვფლობთ, თუმცა შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" გინეკოლოგთან კონსულტაციაზე, იმპლანტანტის ამოღების ღირებულებაა 50 ლარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 05 99 00.