გულის ფრიალი მენსტრუაციის დროს - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა, ვარ 47 წლის,დაახლოებით 4-5წლის წინ დამეწყო ციკლთან დაკავშირებული პატარა პრობლემები,თან დაერთო ალერგიული ფონი (ეგრედწოდებული კვინკეები სახის მიდამოებში, ვღებულობდი ნოშპას,კარდიომაგნილს,ვალერიანის აბებს),ვერანაირად ვერ უკავშირებდი ალერგიულ ფონს ამ წამლებს,თუმცა ათასნაირი გამოკვლევების მიუხედავად,მხოლოდ ჩემით მივხვდი რაში იყო საქმე,როცა დიდი რეაქცია მომცა წამალმა და ეს იყო ნოშპა,მაგრამ ისევ მაქვს დისკომფორტი,ეხლა ტკბილეულთან მიმართ (მერწმუნეთ ახირება არ არის,იგივეს მიმეორებდნენ,რო მქონდა ნევროზი და ასე შემდეგ),ნუ ესეც არაა პრობლემა,არ შევჭამ,მაგრამ მაქვს საშინელი არითმია,წნევის მომატება,ესეც მესმის,მე არ ვარ პირველი და უკანასკნელი,მაგრამ ხო შეიძლება შევიმსუბუქო ჩემი მდგომარეობა და ვის მივმართო,მერწმუნეთ შიშით ველოდები ყოველი ციკლის მოსვლას,თან ვერანაირ აბებს ვერ ვღებულობ უკვე,მხოლოდ ვამელანით შემოვიფარგლები,ისიც 5 დღე და დღეში ერთი აბი,მადლობთ ყურადღებისათვის
პასუხი:

მოგესალმებით, 

ზოგადად, კრიტიკული დღეების დროს  გულის ფრიალს პრაქტიკულად ყველა ქალი უჩივის. ზოგჯერ ეს შრომის უნარის დაქვეითებასაც კი იწვევს. ამის მიზეზი შესაძლოა ჰორმონული ფაქტორი ან ფსიქოემოციური დარღვევა იყოს.

დღესდღეობით  დამტკიცებულია, რომ მენსტრუაციამდელი სინდრომი დაკავშირებულია ჰორმონულ დარღვევებთან, რომელთა გამოხატულება სტრესულ სიტუაციებში მძაფრდება. მენსტრუაციის წინ იცვლება ქალის ჰორმონების დონე, რაც გულის მუშაობასაც ცვლის, რაც ყველა ქალს თავისებურად აქვს გამოხატული და სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებით ძლიერდება.

მის სამკურნალოდ იყენებენ დიეტას, ფიზიკურ ვარჯიშს, ფიტოთერაპიას, ანტიდეპრესანტებს და ჰორმონულ პრეპარატებს.

დისტანციურად რთულია პასუხის გაცემა, რადგან არ ვიცით ზუსტი დიაგნოზი, ამისათვის კი,  საჭიროა გამოკვლევების მთელი წყება.

უპირველესად, უნდა ჩატარდეს ეკგ (ელექტროკარდიოგრამა)  აუცილებლობის შემთხვევაში - ლაბორატორიული კვლევები და ჰოლტერის ეკგ-მონიტორირება.

აქედან გამომდინარე, აუცილებელია კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, გინეკოლოგის, ნევროლოგისა და სხვა სპეციალისტების კონსულტაცია.

კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლებები კვლევებზე, ვრცლად იხილეთ მითითებულ ბმულებზე:

● სრული გინეკოლოგიური გამოკვლევა: https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad

● ფარისებრი ჯირკვლის ულტრათანამედროვე აპარატით კვლევა: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-

● გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიების კვლევა: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad

● უფასო კონსულტაცია ნევროლოგთან, რომელიც მიმდინარეობს ყოველ პარასკევს.

მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ჩვენი მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი კი, აუცილებლად დაგეხმარებათ შესაბამისი მკურნალობის დანიშვნასა და გამოჯანმრთელებაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა