ვიზიტი გინეკოლოგთან - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა. გამონადენი მქონდა და წვა ასევე. ექიმმა გარდრენელა მითხრა და დამინიშნა გამორეცხვა ფემიჯინით ასევე სანთლებიი. ვიმკურნალე თუმცა შედეგი არ მაქვს იმის გამო რომ სანთელმა ალერგია მომცა და შევწყვიტე მისი მიღება. მენსტრუაციაც დამიგვიანდა ძაან და არც მკერდი მტკივა. როგორც წესი წინა პერიოდში მკერდის ტკივილით ვიგებ რომ მენსტრუაცია მეწყება. იქნებ მითხრათ რამე საშიში ხომ არ არის ან რამდენ ხანში მივმართო ექიმს
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც ჩანს , თქვენ „სანთლების მიღება“ დამოუკიდებლად შეწყვიტეთ თუ ამის შესახებ არ იყო ინფორმირებული თქვენი მკურნალი ექიმი.
მიმოწერის რეჟიმში ამომწურავ პასუხს ვერ მოგაწვდით, ამიტომ გირჩევთ, გადაუდებლად მიმართოთ თქვენს გინეკოლოგს, რათა თავიდან აიცილოთ მდგომარეობის გაუარესება.
საჭიროა ჩატარდეს განმეორებითი და დამატებითი კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები.
ხოლო თუ გნებავთ ალტერნატიულ წყაროსთან გადამოწმება, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სრულ გინეკოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/33 

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა