შარდის შეფერვა ვარდისფრად - გინეკოლოგია

კითხვა: პრეპარატ დიოქსაფლექსის ამპულას თუ შეუძლია გამოიწვიოს შარდის შეფერვა ვარდისფრად
პასუხი:

მოგესალმებით,
დიოქსაფლექსი წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს. მას არ ახსიათებს შარდის შეფერვა.
ზოგადად, შარდის ფერს განაპირობებს მისი პიგმენტი უროქრომი და შარდის განზავება.
შარდის ფერის შეცვლას ხშირად იწვევს მედიკამენტები, საკვები და საკვების საღებავები. ზოგიერთ შემთხვევაში შარდის ფერის ცვლილება ჯანმრთელობის პრობლემითაა გამოწვეული.
შარდს მოწითალო-ვარდისფერს ხდის ფენაზოპირიდინი და ზოგიერთი ლაქსატივი, ასევე რიპამფინი ( არცერთი არ შედის დიოსაფლექსში) .
საკვებიდან კი, ჭარხალი, კენკრა და პარკოსნები იწვევენ შარდის წითელ და ვარდისფერ შეფერილობას.
დასაზუსტებელია, ხომ არ გაქვთ სხვა ჩივილებიც, მაგალითად წელის მიდამოს ტკივილი, წვა ან ტკივილი შარდვისას და ა.შ.
სასურველია, მიმართოთ მკურნალ ექიმს. ხოლო თუ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან გაქვთ რომელიმე გამოხატული, პირველ რიგში უმჯობესია, კონსულტაცია გაიაროთ გინეკოლოგთან, ხოლო პათოლოგიების ( ცისტიტი) გამორიცხვის შემდეგ, მკურნალობაში უნდა ჩართოთ უროლოგი.
შეგვიძლია, შემოგთავაზოთ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს.
უშუალო ვიზიტისას შეიკრიბება ანამნეზი და ექიმი–სპეციალისტი მოგცემთ რეკომენდაციას საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებზე. რის შემდეგაც დაისმება დიაგნოზი და დაგენიშნებათ მკურნალობა.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/33 

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა