კითხვა: გამარჯობა ვარ 47 წლის, განვიცდი ნადრევ ეაკულაციას პარტნიორთან ურთიერთობის დროს ვღებულობ ნავაგრას მაგრამ მაინც ვერ მაქ პარტნიორთან კარგი( სექსი),თან განვიცდი ასოს სირბილესაც რა სახის გამოკვლევები უნდა ჩავიტარო რომ გავიგო რა მჭირს
პასუხი:
მოგესალმებით,
აღნიშნულ შეკითხვაზე უკვე მოგწერეთ 12 აგვისტოს 12:18 საათზე, შესაბამისად გიპასუხებთ ანალოგიურად.
ნაადრევი ეაკულაცია სქესობრივი დისფუნქციის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა.
თუმცა, ნაადრევი ეაკულაციის დიაგნოზის დასმა ერთ ან რამდენიმე შემთხვევაზე დაყრდნობით არ ხდება და საჭიროა სქესობრივი ცხოვრების მთლიანი ანამნეზის გათვალისწინება.
ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობის არაერთი მეთოდი არსებობს, მათი შერჩევა კი დამოკიდებულია პრობლემის ხანგრძლივობასა და გამომწვევ მიზეზებზე.
უმჯობესია მიბრძანდეთ ექიმ–სექსოლოგთან და დააზუსტოთ წარმოშობის მიზეზი ,ჩვენი კლინიკა ამ სერვისს ვერ მოგაწვდით .
გმადლობთ, რომ გვენდობით , გისურვებთ ჯანმრთელობას!