მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. მენსტრუალური ციკლის დარღვევა ყველაზე გავრცელებულ გინეკოლოგიურ პათოლოგიად ითვლება. არსებობს მენსტრუალური ციკლის დარღვევის სხვადასხვა ტიპი, თქვენს შემთხვევაში საქმე გვაქვს ჭარბ მენსტრუაციასთან – ფაქტობრივად სისხლდენასთან ანუ მენორაგიასთან. მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზი შესაძლოა იყოს:
- ავიტამინოზი;
- ხშირი დიეტა;
- ჰორმონული დარღვევა;
- ფსიქიკური ტრავმა;
- ინფექციური დაავადება;
- გინეკოლოგიური ჩარევა;
- ღვიძლის დაავადება;
- სიმსუქნე;
- გენეტიკური განწყობა.
საკვერცხის კისტა საკვერცხეში სითხის დაგროვებით ყალიბდება, რომელიც თხელი გარსითაა შემოსაზღვრული და გადიდებისკენაა მიდრეკილი. უმეტეს შემთხვევაში, კისტები ვითარდება საკვერცხეების ნორმალური ფუნქციონირების დროს. ისინი ზოგადად ზიანის მომტანი არაა და მკურნალობის გარეშეც უკვალოდ ქრებიან რამდენიმე თვეში.
საკვერცხის კისტის მკურნალობის საჭიროება შემდეგ მახასიათებლებზეა დამოკიდებული:
- ზომა და გარეგნული მახასიათებლები;
- სიმპტომების არსებობა.
დიდი ზომის ან სიმპტომების გამომწვევი კისტების არსებობის შემთხვევაში, შეიძლება მათი ქირურგიული გზით მოცილება იყოს საჭირო. ასეთი ოპერაცია პაციენტმა გინეკოლოგთან უნდა განიხილოს.
რაც შეეხება ცისტიტს, მოგახსენებთ, ცისტიტი შარდის ბუშტის კედლის ინფექციურ-ანთებითი პროცესია, თუმცა შარდის გამომყოფ გზებს ისეთი ანატომიური წყობა აქვს, რომ როდესაც ცისტიტზე ვლაპარაკობთ, შარდის ბუშტის ანთებასთან ერთად შარდსადინარის ანთება - ურეთრიტიც იგულისხმება. ცისტიტი შეიძლება იყოს როგორც ბაქტერიული, ისე არაბაქტერიული (ინტერსტიციული) წარმოშობის. მიზეზი მრავალია, დაწყებული უბრალო გაციებით, დამთავრებული სქესობრივი კავშირით, რომელიც შესაძლოა ინფექციის მიზეზად იქცეს.
დღეს ყველა სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ცისტიტის მკურნალობის ყველაზე საიმედო და სწრაფი მეთოდი სპეციფიკური ანტიბიოტიკების მიღებაა. ანტიბიოტიკი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური სქემით ინიშნება. სამწუხაროდ, არ არის საკმარისი მხოლოდ ანტიბიოტიკებით მკურნალობა, პარარელურად აუცილებელია, კვების რაციონიდან გამოირიცხოს:
- ცხარე;
- მარილიანი;
- შებოლილი საკვები;
- ალკოჰოლი;
- შოკოლადი;
- ყავა;
- პომიდორი;
- აკრძალულია რძე და სოდიანი სასმელები.
დისტანციურად, ზუსტი პასუხისა და მითითებების გაცემა, ჩვენი მხრიდან არაპროფესიულია, ამიტომ, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!