მოგესალმებით,
ერთჯერადი გადაცდენა საშიში არ არის - იგი შეიძლება უკავშირდებოდეს:
- სტრესს;
- გადაძაბვას;
- გადაციებას;
- ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს.
მაგრამ თუ მომდევნო თვეებში ციკლი არ დარეგულირდება, მაშინ უნდა მიმართოთ გინეკოლოგს და შემდეგ შესაბამისად ენდოკრინოლოგს.
დიახ, შესაძლოა, ტესტი შეცდეს, რადგან ქორიონული გონადოტროპინი გამომუშავდა გვიან და ვერ მოასწრო იმ ნიშნულისთვის მიეღწია, რომ ტესტს დაეფიქსირებინა (შარდში ქორიონული გონადოტროპინის დაფიქსირება ტესტის საშუალებით შესაძლებელია მაშინ, როდესაც მაღალია მისი მაჩვენებლი სისხლში).
ასეთ შემთხვევაში, სავარაუდო ორსულობის 2-3 კვირის ვადაზე, უნდა მიბრძანდეთ გინეკოლოგთან და ჩაიტაროთ ულტრაბგერითი გამოკვლევა, რათა დადასტურდეს ან გამოირიცხოს ორსულობა.
ამ მიზნით კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/33
სხვა დატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !