კითხვა: გამარჯობა. 19 მარტს გავიკეთე ჰისტეროსკოპია საშვილოსნოს პოლიპის მოწვა მის შემდეგ გავიდა 10 დგე და მაქვს გამონადენი პირველი 4 დღე ვარდისფერი ეხლა მოკარიჩნო. გამონადენის შესაჩერებლად ექიმმა დამინიშნა ნორკოლუტი პირველი დღე 8 აბი მიიღეო მეორე დღეს 7 აბი და ასე გააგრძელე 2 აბამდე ჩადიო. მაინტერესებს 8 აბის ერთჯერადათ დალევას რაიმე გართულებები ხომარ მოჰყვება?
პასუხი:
მოგესალმებით,
ზოგადად „ნორკოლუტი“ გამოიყენება საშვილოსნოდან დისფუნქციური სისხლდენისა და ზოგადად, მენსტრუალური ციკლის დარღვევის დროს.
საშვილოსნოს პოლიპოზის ქირურგიული მკურნალობის შემდეგ კი, მისი დანიშვნა ხდება რეციდივის თავიდან აცილების მიზნით.
ზოგადად 8 აბი, ნორკოლუტის რეკომენდებული დოზების ფარგლებს სცდება.
ამიტომ უმჯობესია, აღნიშნული კითხვით მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს და სთხოვოთ, მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია, მისი უკუჩვენების შესახებ.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !