ვიზიტი მეან–გინეკოლოგთან ( დამატებითი პასუხი) - გინეკოლოგია

კითხვა: დიდი მადლობა პასუხისთვის. ეს ანალიზი ჩატარებული მაქვს და ყველაფერი წესრიგში იყო. პასუხი ასეთი იყო: გლუკოზა უზმოდ 5,38 და ხსნარის მიღებიდან ერთი საათის შემდეგ 7,36
პასუხი:

დიახ, სკრინინგის პასუხების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გლუკოზის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია.
ნებისმიერ შემთხვევაში, სასურველია ამომწურავი პასუხი ბავშვის წონასთან დაკავშირებით და ასევე შესაძლო გართულებების შესახებ, მოგაწოდოთ თქვენმა მეან–გინეკოლოგმა, რადგან მან უკეთ იცის როგორც თქვენი, ისე პატარას ზოგადი მდგომარეობა.
ჩვენ კი, მიმოწერის რეჟიმში, პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა