ჰისტეროსკოპია, ლაპარასკოპია - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობათ.ლაპარასკოპია და ჰოსტეროსკოპია შესაძლებელია თუ არა ერთად გაკეთდეს?
პასუხი:

მოგესალმებით,
ჰისტეროსკოპია წარმოადგენს ნაკლებად ინვაზიურ პროცედურას, რომლის დროსაც სპეციალური ენდოსკოპით საშვილოსნოს ყელის გავლით ექიმი შედის საშვილოსნოს ღრუში და ათვალიერებს მის კედლებს. პათოლოგიის არსებობის შემთხვევაში ხდება შესაბამისი ქირურგიული ჩარევა.
ისევე, როგორც ლაპარასკოპიის დროს ტელე-ვიდეო აპარატურის გამოყენებით გამოსახულება ტელეეკრანზე მიიღება. ჰისტეროსკოპის სპეციალური არხის საშუალებით შესაძლებელია საშვილოსნოს ღრუში შესაბამისი ინსტრუმენტების შეყვანა და ისეთი მანიპულაციების წარმოება როგორებიცაა: ენდომეტრიუმის პოლიპის ამოკვეთა, არსებული შეხორცებებისა და ძგიდის გაკვეთა, სუბმუკოზური კვანძის მოკვეთა და სხვა.
აქედან გამომდინარე, დიახ შესაძლებელია რომელიმე ლაპარასკოპიულ ოპერაციასთან ერთად ჰისტეროსკოპიაც ჩატარდეს.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა