პაპილომა ვირუსი - გინეკოლოგია

კითხვა: მაინტერესებს თქვენთან თუ კეთდება პაპილომა ვირუსზე ტესტი და შესაბამისად მკურნალობა. ან თუ გაქვთ რაიმე სახის აქციები? საუბარია გენიტალური პაპილომაზე
პასუხი:

მოგესალმებით,
პაპილომა ვირუსი წარმოადგენს სქესობრივი გზით გადამდებ ყველაზე გავრცელებულ ინფექციას, რომელიც ითვლება საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევ ძირითად ფაქტორად.
არსებობს პაპილომა ვირუსის ასზე მეტი სახეობა. აქედან 30 სახეობა ონკოგენურია.
განასხვავებენ მაღალი და დაბალი რისკის პაპილომა ვირუსებს.
გენოტიპირების ტესტის ჩატარებამდე პაციენტებს უტარდებათ კოლპოსკოპიური (საშვილოსნოს ყელის ინსტრუმენტული კვლევის მეთოდი) კვლევა და პაპ-ტესტი (საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის ციტოლოგიური კვლევა).
დადებითი პაპ-ტესტისა და კოლპოსკოპიით აღმოჩენილი დაზიანების შემთხვევაში ტარდება ქსოვილის ბიოფსია და პაპილომა ვირუსის შემდგომი გენოტიპირება.
ამ ეტაპზე პაპილომა ვირუსის გენოტიპირებაზე აქცია დასრულებელია, თუმცა არასააქციო ფასებში, აღნიშნული ლაბორატორიული კვლევის ღირებულებაა 120 ლარი.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა