კითხვა: გამარჯობა იცით რა მაინტერესებს 7ში ველოდები ციკლს ხვალ ანუ გუშინ წინ გავიკეთე ტესტი და აჩვენა დადებითი დღეს დილას გავამეორე და უარყოფითი აჩვენა ახლა საღამოხანზე ციკლივით მომდის ვერაფერი გავიგე შესაძლოა ორსულობაა იყოს
პასუხი:
მოგესალმებით,
ორსულობის სადიაგნოსტიკო ტესტი უნდა ჩაიტაროთ მენსტრუალური ციკლის გადაცდენის შემთხვევაში, გადაცდენიდან 3 დღის შემდეგ (მანამდე ჩატარებული ტესტირების პასუხი არასანდოა).
ციკლის გადაცდენამდე ორსულობის დიაგნოსტიკა შესაძლებელია ვენურ სისხლში, ორსულობის ჰორმონის, ქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრით, სავარაუდო ჩასახვიდან ერთი კვირის შემდეგ.
უნდა მიბრძანდეთ გინეკოლოგთან, ჩაიტაროთ სამეანო–ულტრაბგერითი გამოკვლევა, მხოლოდ ამ მეთოდით უნდა იქნას დადასტურებული ორსულობა საშვილოსნოს ღრუში.
ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში.
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ვიზიტის დასაგეგმად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !