კითხვა: მოგესალმებით.ვარ 50 წლის ერთი კვირაა მაქვს გულისრევის შეგრძნება ციკლიც ცოტა არეული მაქვს ტესტი ჩავიტარე და ორსულობა გამორიცხულია მუცლის ქვემოთ მაქვს ტკივილები წინასწარ გიხდით მადლობას
პასუხი:
მოგესალმებით,
მენსტრუალური ციკლის დარღვევას არ იწვევს მხოლოდ ფეხმძიმობა, ამის პროვოცირების საკმაოდ ბევრი ფაქტორი არსებობს:
- ჰორმონული ფონის დარღვევა;
- ანთებითი დაავადებები;
- სხვადასხვა სახის ინფექციები და ა.შ.
შესაძლებელია, გამომწვევი მიზეზი იყოს მენსტრუაციისწინა პერიოდი, რაც გამოხატულია ხოლმე ისეთი ჩივილებით როგორებიცაა:
- თავის ტკივილი;
- თავბრუხვევა;
- გაღიზიანებადობა;
- გულისრევის შეგრძნება;
- ღებინებია;
- ძილისა და მისი ხარისხის გაუარესება.
დიაგნოსტირება და ზუსტი პასუხის გაცემა, თუ რითაა დარღვევა გამოწვეული თქვენ შემთხვევაში, დისტანაციურად შეუძლებელია.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც უშუალო ვიზიტისას ექიმი გაგსინჯავთ, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ სათანადო გამოკვლევებს, დასვამს დიაგნოზს და დაგეგმავს მკურნალობის მეთოდს.
გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!