კითხვა: გამარჯობათ , ვარ 48 წლის , ციკლი მაქვს არეული . ორი და სამი თვე გადის და არ მაქვს , შეიძლება 5 -იც , ამავე დროს მაქვს წამოხურებები , შფოთვა , მოუსვენარი ძილი , ჩემით დავიწყე მემოსტაბილის მიღება , რას მირჩევთ
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, მაგრამ, სავარაუდოდ საქმე ეხება მენოპაუზას, რომელიც იწყება მაშინ, როცა საკვერცხეების მიერ გამომუშავებული ორი სასქესო ჰორმონის, ესტროგენისა და პროჟესტერონის, დონე კლებულობს და კვერცხუჯრედების რეგულარული მომწიფების პროცესი ირღვევა. ეს, ჩვეულებრივ, 42-დან 55 წლამდე ასაკში ხდება.
მენოპაუზის მიმდინარეობა ყველა ქალისათვის ინდივიდუალურია: ზოგს არანაირი სიმპტომი, გარდა მენსტრუალური ციკლის შეწყვეტისა, არ აღენიშნება. ქალთა უმრავლესობას კი „კლიმაქსისათვის“ დამახასიათებელი ბევრი ჩივილი აქვს.
ჩივილების უმეტესობა დროთა განმავლობაში სუსტდება და ქრება. ასეთებია: სხეულის პერიოდული წამოხურება (ეგრეთ წოდებული “ალები"), ღამით ოფლიანობა, ადვილად დაღლილობა, ემოციური ფონის ცვლილებები: გუნება-განწყობილებისა და სექსუალური ინტერესების დაქვეითება, ადვილად გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა (უძილობა), კანისა და თმის გამოშრობა, შესაძლებელია სახესა და სხეულზე თმის მოჭარბებული ზრდა, თავის ტკივილი, გულის "ფრიალი" –სწრაფი და/ან არარეგულარული გულისცემა, უჰაერობა, კანის და გარეთა სასქესო ორგანოების ქავილი, ემოციური ლაბილობა.
ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ გინეკოლოგს, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ დაგისვამთ ზუსტ დიაგნოზს და საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ მედიკამენტებს თქვენი ჩივილების შესამცირებლად.
შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენი კლინიკის აქცია, რომელიც გულისხმობს გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციას ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა