სპინალური გაუტკივარება - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა,ერთი თვის წინ გამიკეთდა ოპერაცია პოსტოპერაციულ შეხორცებებზე სპინალური ანესთეზიით,მას შემდეგ ვგრძნობ შინაგან სიცივეს,მაქვს ტემპერატურა 35.5 და მაქვს თავბრუსხვევები.რისი მიზეზი შეიძლება იყოს და ვის მივმართო? მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
დღეის მდგომარეობით, სპინალური ანესთეზიით გამოწვეული გართულება ნაკლებსავარაუდოა, რადგან ეს ტექნიკა უკვე საკმაოდ დახვეწილია.
თუმცა ცხადია, საჭიროა გარკვეული კვლევები და მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლოა დაზუსტდეს თქვენი ჩივილების გამომწვევი მიზეზი.
საჭიროა უშუალო ვიზიტისას სპეციალისტის შეფასება.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც შეიკრიბება ანამნეზი, საჭიროების შემთხვევაში ჩაგიტარდებათ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, ექიმი დასვამს დიაგნოზს და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა