ადენომიოზი, კრიოდესტრუქცია - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა. ვაგინალური ექოსკოპიით დამიდგინდა კისტა და ადენომიოზი,ხოლო პაპტესტით ჰერპესი. ვიმკურნალე მხოლოდ მე ჰერპესზე,მეუღლემ არა.განმეორებითი ექოსკოპიით კისტა აღარ მაქვს ხოლო ადენომიოზი კი. მკურნალი ექიმი მეუბნება ჰერპესის მოყინვას. მაინტერესებს მტკივნეული ხომარაა მოყინვა და რამდენად ეფექტურია. მოყინვის შემდეგ შესაძლებელია კვლავ გამომივლინდეს ჰერპესი?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის ადენომიოზი;
  • რა არის კრიოდესტრუქცია;
  • პროცედურის ხანგრძლივობა;
  • რა არის გენიტალური ჰერპესი.

ადენომიოზი წარმოადგენს ენდომეტრიოზის ერთ-ერთ ქვესახეობას და არის საშვილოსნოს ჰორმონული ტიპის შიდა ანთებითი პროცესი.
იგი ადრეულ ეტაპზე არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, მკურნალობა შემოიფარგლება მხოლოდ პრეპარატებით.
რაც შეეხება აპარატულ მეთოდს, ტარდება საშვილოსნოს ყელის კრიოდესტრუქცია (სიცივით მკურნალობა/მოყინვა). ეს არის ქირუგიული მეთოდი, რომლის დროსაც საშვილოსნოს ყელზე დაზიანებული უბანი მოიყინება და შემდგომში ჩამოიფრცქვნება.
პროცედურა უმტკივნეულოა და გრძელდება 10-15 წუთი, პროცედურის შემდეგ სქესობრივი ცხოვრება 4-6 კვირის განმავლობაში, არ არის რეკომენდებული.
რაც შეეხება გენიტალურ ჰერპესს, მოგახსენებთ.

გენიტალური ჰერპესი

იგი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელიც მარტივი ჰერპესის ვირუსითაა გამოწვეული.
ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მარტივი ჰერპესის ვირუსის შესახებ უნდა ვიცოდეთ, ის არის, რომ ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი მას აღარასოდეს ტოვებს, პირველი გამოვლენის შემდეგ კანის უჯრედებიდან ნერვულისკენ გადაინაცვლებს და სამუდამოდ რჩება მათში. ამ დროს ამბობენ, რომ ვირუსი ლატენტურ ანუ ძილის ფაზაში გადავიდა.
შესაბამისად, გენიტალური ჰერპესის ბოლომდე განკურნება შეუძლებელია, საწყისი აფეთქების შემდეგ, ვირუსი ლატენტურ ფაზაში გადადის და ზურგის ტვინში აგრძელებს ცხოვრებას, თუმცა, არსებობს მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ შეამსუბუქონ სიმპტომები და შეამცირონ სხვების ინფიცირების რისკი.
სხვა დეტალური ინფორმაციის მისაღებად გირჩევთ, მიმართოთ მკურნალ ექიმს.
ასევე, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი გაგიწევთ სათანადო დახმარებას.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 აბნ 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა